Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | შოტლანდია Brexit-ზე ვეტოს დადებით იმუქრება 
GBC news
26 June 2016, 22:11

თბილისი (GBC) - შოტლანდიის მთავრობა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის კანონზე ვეტოს დადებით იმუქრება.

BBC-სთან ინტერვიუში შოტლანდიის საკითხებში პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯონმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების მცდელობას სერიოზული დანაკარგი და მტკივნეული შედეგები ექნება.

"მე მსურს და შევეცდები, რომ შოტლანდია ამისგან დავიცვა", - განაცხადა მინისტრმა, აღნიშნა, რომ რეგიონი ყველაფერს გააკეთებს ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენისთვის. .

მინისტრს კითხეს, აცნობიერებს თუ არა ის, რომ ვეტომ შესაძლოა ინგლისელთა დიდი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვიოს. 

"დიახ, ამას ვხვდები, მაგრამ გასათვალისწინებელია იმ შოტლანდიელების უკმაყოფილება, რომლებმაც შესაძლოა დატოვონ ევროკავშირი მათი ნების გარეშე", - განაცხადა კითხვის პასუხად სტერჯონმა.

მან ასევე არ გამორიცხა შოტლანდიის დამოუკიდებლობაზე განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარება.

"ქვეყანა, სადაც შოტლანდიელებს სურდათ დარჩენა 2014 წელს, უკვე აღარ არსებობს" - ის შოტლანდიის დამოუკიდებლობაშიც ცუდს ვერაფერს ხედავს.

"ინგლისი ჩვენი უახლოესი მეზობელია, ვიმედოვნებ, რომ ის არის ჩვენი საუკეთესო მეგობარიც", -აღნიშნა მინისტრმა. 

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი